ქვემო ქართლში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 154 ათას ლარს აღემატება
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო-ს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა რუსთავი-ში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამრღვევმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვა 10 262 კუბური მეტრი მოცულობის ქვიშა-ხრეში და მისი ნაწილის ტრანსპორტირებაც განახორციელა.

სამართალდარღვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ 154 137 ლარი შეადგინა.

ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს,

რის გამოც მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებას გადაეგზავნა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე — 153-ზე მიღებულ თითოეულ შეტყობინებაზე ოპერატიულად რეაგირებენ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები