დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად
„დაიცავი ილიანუნის“ გუნდმა უკვე 153 000 ლარი შეაგროვა.
20 მაისიდან „დაიცავი ილიაუნის“ გუნდი Facebook-სა და Instagram-ზე
უწყვეტ ლაივ რეჟიმში გადის და დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე
ბავშვების დასახმარებლად თანხას აგროვებს.
„მაშინ როდესაც, სახელმწიფო არ იღებს პასუხისმგებლობას
ბავშვების სოცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, მათთვის აუცილებელი
მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანაზე, მოქალაქეების ჩართულობა
გადამწყვეტია. გვჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევითა და თანადგომით
შევძლებთ საჭირო ფინანსების შეგროვებას და ბავშვების მდგომარეობის
გაუმჯობესებას!“ - აღნიშნულია „დაიცავი ილიანუნის“
განცხადებაში
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები
თვეებია სახელმწიფოსაგან წამლების შემოტანას ითხოვენ. სიცოცხლისათვის
საშიში დაავადების მქონე ბავშვებისათვის საჭირო წამლები საქართველოს
მთავრობას ამ ეტაპზე არ შემოაქვს.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები 19
მაისს საქართველოს კათალიკოს პატრიარქს შიო მესამეს შეხვდნენ. როგორც
მშობლებმა განაცხადეს, პატრიარქმა მოისმინა მათი პოზიცია და
დახმარებას დაჰპირდა.