შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის აჭარის
მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების
სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი და
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე
ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში
შემოტანის ბრალდებით თურქეთის ერთი და ისრაელის სამი მოქალაქე
სხვადასხვა დროს დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბათუმის საერთაშორისო
აეროპორტში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულების პირადი და
ხელბარგის ჩხრეკის შედეგად
ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ
შორის „MDMA“, „მარიხუანა“ და „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“.
ასევე ნივთმტკიცებად ამოღებულია დიდი ოდენობით ფსიქოტროპული
ნივთიერება „პრეგაბალინი“.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით, რაც 20 წლამდე ან უვადო
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.