შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციისა და საპატრულო
პოლიციის დეპარტამენტების
თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ
ნასამართლევი პირი დააკავეს.
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა ქუთაისში, ყოფით ნიადაგზე
მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღის გამოყენებით მეზობლად
მცხოვრები მამაკაცი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან მალევე
გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი
მომხდარიდან მალევე დააკავეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე
მუხლით, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.