თბილისში ორი პირის დაჭრისა და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დგინდება, რომ 4 ივლისს თბილისში, ვაშლიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაპირისპირების დროს ერთ-ერთმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორი ადამიანი დაჭრა.

დაშავებულები კლინიკაში

გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები