ყაზბეგის საბაჟოზე თანხის დეკლარირების წესის დარღვევის 60 ფაქტი გამოვლინდა
მიმდინარე წლის ბოლო ერთი თვის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტის – „ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების სავალდებულო წესის დარღვევის 60 ფაქტი აღკვეთეს.

უწყების ინფორმაციით, აღმოჩენილი დეკლარირებას დაქვემდებარებული თანხის საერთო ოდენობამ ეროვნული ბანკის

გაცვლითი კურსის მიხედვით 4 115 960 ლარი შეადგინა.

კანონდამრღვევ მოქალაქეებს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების შესაბამისად სანქციის სახით ჯარიმა 347 087 ლარის ოდენობით დაეკისრათ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები