გრიგოლეთში ბინაში შეღწევით ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

გამოძიებით დგინდება, რომ წარსულში ქურდობისთვის არაერთგზის ნასამართლევმა პირმა თანამზრახველთან — საქართველოში დროებითი თავშესაფრის მაძიებლის სტატუსით მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქესთან ერთად — ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, კურორტ გრიგოლეთში მდებარე საცხოვრებელ სახლში

მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწია და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების მოპარვას ცდილობდა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ორივე პირი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთები და დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები