ურეკში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, დაკავებული თურქეთის

რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ძებნილი პირი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში დააკავეს.

ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები