თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქმეზე ორი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გავრცელების ხელშეწყობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

სამართალდამცველების ინფორმაციით, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული

საშუალებები, მათ შორის „მეფედრონი“, „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და „ალფა-პვპ“.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები