საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულებმა უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველო–თურქეთის სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, ერთ-ერთი დაკავებულის მიმართ გატარდა საიმიგრაციო პროცედურები და განხორციელდა მისი ქვეყნიდან გაძევება.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები