თურქეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა 20 წლის აზერბაიჯანელი ქალის
მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი მოკლული ქალის
ბიძაშვილია.
დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებული თურქეთში მალვას ცდილობდა,
თუმცა მისი ადგილსამყოფელი ოპერატიულად დადგინდა და იგი დააკავეს.
ამჟამად, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში,
შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები გრძელდება.