რუსთავში ქურდობის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რუსთავში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობის მცდელობის ბრალდებით, ორი პირი დანაშაულის ადგილზე დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები მოქალაქის კუთვნილი სამარშრუტო მიკროავტობუსიდან ნივთების მოპარვას ცდილობდნენ. დაკავებულები წარსულში ამავე

დანაშაულისთვის არიან ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებიან.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177 მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print ელ. ფოსტა
თეგები: კრიმინალი
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები