საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლებმა,
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად
და საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო
საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილების წესის
დარღვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ საბაჟო-გამშვები
პუნქტ „სარფის“ გავლით, მის მართვაში არსებული ავტომობილის სალონში
სპეციალურად მოწყობილი სამალავების გამოყენებით, მალულად შემოიტანა 1
851 გრამი
ოქროს საიუველირო ნაკეთობა.
ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება 411 962 ლარს
შეადგენს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე
მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე
ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.