სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხონში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გოჩაჯიხაიშში, ფიზიკურ პირ ტ. ა.-ის კუთვნილი ყველის საწარმო შეამოწმეს.

ინსპექტირების შედეგად ობიექტზე კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა. ასევე დარღვეული იყო მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესები.

ამასთან, დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი სულგუნის წარმოებასა და რეალიზაციას სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე ახორციელებდა.

გამოვლენილი შეუსაბამობების გამო ობიექტი

დაჯარიმდა და მას საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს და ბიზნესოპერატორებს მოუწოდებს, პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე არ აწარმოონ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები