უგემრიელესი აზერბაიჯანული ხანგალის მომზადება +მარტივი ვიდეო გაკვეთილი
თბილისიდან სულ რაღაც 40 კილომეტრში, მარნეულში თუ ჩამოხვალთ ადგილობრივები უგემრიელესი ხანგალის დაგემოვნებას შემოგთავაზებენ .

ხანგალის იგრედიენტები მარტივია - მხოლოდ ცომი, გაწურული ნივრიანი მაწონი და კარაქში შებრაწული ხახვი.
ტრადიციულად ხანგალს დილის საათებში ამზადებენ, თუმცა მისი მომზადება დღის ნებისმიერ მონაკვეთშია შესაძლებელი.
შემოგთავაზებთ რეცეპტს რომელიც 4/5 პერსონაზეა გათვლილი:

ცომისთვის დაგჭირდებათ:

  • 3 ჭიქა ფქვილი
  • 1 კვერცხი
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • 4-5 ჭიქა წყალი
ცომის გასაბრტყელებლად 2-3 სუფრის კოვზი გამოიყენეთ

სოუსი:
  • გაწურული მაწონი
  • ნიორი
  • მარილი
მაწონში დაამატეთ ნიორი და მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:
ცომის მისაღებად ფქვილს დაამატეთ ერთი კვერცხი, მარილი და თბილი წყალი. კარგად მოზილეთ ისე, რომ მკვრივი მასა მიიღოთ. ცომი დაყავით 4/5 გუნდად.


თითო გუნდა უნდა გააბრტყელოთ თხლად. გაბრტყელებული ცომის ფენები დადეთ ერთმანეთზე, ისე რომ არ მიეკოს და რომბის ფორმებად დაჭერით.

როგორც კი ცომის ფილები მზად იქნება, დადგით დიდი ქვაბი ცეცხლზე, წყალს დაუმატეთ მარილი და რომ ადუღდება, ცომის ფილები სათითაოდ ჩაყარეთ. თითო პორცია ცალ-ცალკე მოხარშეთ.


როგორც კი ცომი ზემოთ ამოვა, შეგიძლიათ ამოიღოთ და დიდი თეფშზე გადაანაწილოთ, მოასხით გამზადებული სოუსი, კარაქში შებრაწული ხახვი და მიირთვით ცხელი.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები