თბილისის ერთ-ერთი სკოლის დირექტორს მშობელმა უკბინა – შსს
თბილისში, ვაზისუბანის ერთ-ერთი სკოლის
დირექტორს მშობელმა უკბინა
. შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ კონფლიქტი სასწავლო პროცესს
უკავშირდება.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე ძალადობის
მუხლით დაიწყო. შსს-ში აცხადებენ რომ შემთხვევა რამდენიმე დღის წინ
მოხდა.