შინდისის გზაზე ორი ადამიანი მოკლეს, ორი კი დაჭრეს
მკვლელობა მოხდა შინდისის გზაზე. მოკლულია ორი ადამიანი. მოკლულებს ჭრილობები ცივი იარაღი აქვთ მიყენებული.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილია კიდევ ორი პირი.

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა ქუჩაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები