წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
სარფსა და წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. 22-26 დეკემბერს საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“ და „წითელი ხიდი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ლ.ბ.-სა და ა.ჰ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 1200 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.

წყარო: tv4.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები