ნატყვიარი მანქანა მელიქიშვილის გამძირზე უმძროლოდ დაგორდა
მძღოლის გარეშე მოძრავი მსუბუქი ავტომობილი დაგორდა ვერაზე, ერეკლე ტატიშვილის ქუჩაზე . ავტომობილმა გადაჭრა მელიქიშვილის გამზირი და მოპირდაპირე მხარეს მდგარ მანქანას შეეჯახა.

ავტომობილს საბარგულზე და ასევე საქარე მინაზე აღენიშნება სავარაუდოდ სამ-სამი ნატყვიარი და ჩამსხვრეულია უკანა შუშა.

წინასწარი ინფორმაციით, მას სხვა ავტომობილიდან ესროლეს. ავტომობილის მფლობელი არ ჩანს. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები. თვითმხილველების თქმით, მათ ამ შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე გაიგეს რამდენიმე გასროლის ხმა.






წყარო: რადიო "თავისუფლება"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები