ფოთში ავტომობილი არხში ჩავარდა – დაიღუპა მძღოლი
ფოთში, ჭალადიდი-ყორათის გზაზე ავტოსაგზაო
შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ინფორმაცია ნეტგაზეთს შსს-ში დაუდასტურეს.
ტელეიმედის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ
დაიმორჩილა და წყლის არხში ჩავარდა, რის შედეგადაც ადგილზე
დაიღუპა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით
მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან
ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის
მოსპობა გამოიწვია.