დაკარგული 12 წლის მოზარი გარაცვილი იპოვეს
2005 წელს დაბადებული ბიჭი, რომელთან დაკავშირებითაც ოჯახმა პოლიციამ 18 იანვარს მიმართა , პოლიციამ გუშინვე თბილისში, აფრიკის დასახლებაში, გარდაცვლილი იპოვა.

როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, წინასწარი ინფორმაციით, იმ ტერიტორიაზე, რომლის მიმდებარედაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, ბიჭი თხრილში იყო ჩასული, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და მოზარდი მოიყოლა.

ტელეკომპანია “რუსთავი2” იუწყება, რომ მოზარდი სახლიდან ორი დღის წინ გავიდა, გუშინ კი საცხოვრებლიდან სამ კილომეტრში იპოვეს. უბედური შემთხვევის დროს ის თხრილში იმყოფებოდა, სადაც ჯართის შესაგროვებლად იყო ჩასული. ერთ–ერთი ადგილობრივი ტელეკომპანიას უყვება, რომ თხრილთან ბიჭის ველოსიპედი და ჯართის შესაგროვებლად მიტანილი ხელსაწყოები ნახეს.

შსს–ს ცნობით, გამოძიება სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის(სსკ–ს 240) და თვითმკვლელობამდე მიყვანის(სსკ–ს115–ე) მუხლებით მიმდინარეობს.




წყარო: ნეტგაზეთი
Print ელ. ფოსტა
თეგები: შსს
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები