საქართველოში კარგი სამსახურის შოვნის ყველაზე
მნიშვნელოვან პირობად მოქალაქეთა 37%-ს ნაცნობობა მიაჩნია. ამის
შესახებ NDI-ს ბოლო კვლევაშია ნათქვამი
.
კითხვაზე, “ამ პირობებიდან რომელი მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვნად
საქართველოში კარგი სამსახურის საშოვნელად”, შედეგები ასე
ნაწილდება:
ნაცნონობა – 37%
პროფესიონალიზმი/სამუშაო გამოცდილება – 23%
უცხოეთში მიღებული გამოცდილება – 9%
ნიჭი – 8%
შრომისმოყვარეობა – 7%
გამართლება – 6%
საქართველოში მიღებული განათლება – 5%
საჭირო ხალხის პატივისცემა – 3%
არ ვიცი – 1%
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და CRRC–საქართველო მედიას
2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის საველე
სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით
(ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,205 პირისპირ ინტერვიუს
წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის ცდომილება 2.1
პროცენტს შეადგენს.
წყარო:
ნეტგაზეთი