პოლიციამ ქვემო ქართლში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
13:46 / 28.01.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის
პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1981 წელს დაბადებული, წარსულში
ნასამართლევი ფ.ა. - მარნეულში, 1992 წელს დაბადებული, ამჟამად
პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ბ.ხ. კი რუსთავში დააკავეს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, ბ.ხ.-ს პირადი ჩხრეკისას, „იერიხოს“ ტიპის
პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ფ.ა.-ს ჩხრეკისას კი ამოღებულია
ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 13 ვაზნა.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს
სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.