დღეს, საქართველოს ტერიტორიის
უმეტეს ნაწილში იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს
. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა
დასავლეთ საქართველოს დაბლობში +8, +13 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს.
10-11 თებერვალს შედარებით გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა
და ბარში +8, +13 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
თბილისში, დღეს, შედარებით ცივი, ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი
იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +6 გრადუსამდე
დაიკლებს. 10-11 თებარვალს შესაძლოა, მცირე წვიმა. ტემპერატურა +8,
+10 გრადუსამდე მოიმატებს.