კთბილისში კაფე “მზიური” გაქურდეს
თბილისში, მზიურის პარკში კაფე “მზიური” გაქურდეს. ნეტგაზეთსს შსს-ში უთხრეს , რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე – ქურდობის მუხლით დაიწყო, თუმცა, სხვა დეტალებზე კომენტარი არ გააკეთეს.

როგორც კაფეს დამფუძნებელი, ანა გოგუაძე ნეტგაზეთთან ყვება, შემთხვევა დღეს დილით 9-ის ნახევარზე მოხდა.

“კაფეს კარგი არის გატეხილი. შემთხვევა მოხდა მაშინ, როდესაც დაცვის თანამშრომლები კაფეს გვერდით, ოდნავ მოშორებით იმყოფებოდნენ. კაფეში 5 მოზარდი შეიჭრა, მათ სცადეს სათვალთვალო კამერების ჩამოხსნა, რამდენიმე გააფუჭეს, თუმცა, ერთ-ერთმა მაინც შეძლო მათი დაფიქსირება.

რაც შეეხება ზარალს, წაღებულია ტელეფონი, ლეპტოპი, აიპოდი და 165 ლარი. წაღებული ტექნიკა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო,” – ამბობს ანა გოგუაძე.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები