ძლიერი ქარის გამო, 16 თებერვლიდან
19 თებერვლის 12:00 საათამდე
, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურში შემოსულია 261 შეტყობინება. საგანგებოს ინფორმაციით,
ყველაზე მეტი, 200 შეტყობინება თბილისიდან მიიღეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქარმა ქვეყნის
მასშტაბით დააზიანა:
87 ხე;
62 შენობის სახურავი;
32 ავტომანქანა;
ბუნებრივი აირის 8 მილი;
მაღალი ძაბვის 8 ელექტროსადენი;
4 სარეკლამო ბილბორდი.
საგანგებოს განცხადებით, ყველა შემთხვევაზე შესაბამისმა სამსახურებმა
მოახდინეს დროული რეაგირება.
მათივე ინფორმაციით, ძლიერი ქარისგან შექმნილი პრობლემების გამო
ფიზიკურად არავინ დაშავებულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით,
მეხანძრე-მაშველები უამინდობის გამო მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე
არიან გადასულები, რათა საფრთხე არ შეექმნათ მოქალაქეებს.
წყარო: ნეტგაზეთი