20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
მარტივად გაერკვევით სხვების სურვილებსა და საქმეებში. იყავით მეტად კორექტული და დიპლომატიური. შეიძლება დაიბრუნოთ ვალი, მიიღოთ კომპენსაცია
.

კურო
გააუმჯობესეთ ურთიერთობა საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. იყავით მეტად ღიმილიანი, დამთმობი. შეხვდით კლიენტებს, გაიზიარეთ მათი მოთხოვნები.

ტყუპი
დღეს უნდა მოისმინოთ მოთხოვნები თქვენ მიმართ და ისე შეასრულოთ, როგორც დაგავალებენ და არა ისე, როგორც თავად გსურთ. კარგად შესრულებულ საქმეს უფროსიც დაგიფასებთ და დამკვეთიც.

კირჩხიბი
ნუ შეასრულებთ რთულ საქმეებს. არავის შეეჯიბროთ ან ეცადოთ, გაუწიოთ კონკურენცია. მეტი დრო დაუთმეთ შემოქმდებას, მოუსმინეთ სასიამოვნო მუსიკას. მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანისა და ბავშვების გვერდით.

ლომი
შეამცირეთ კონტაქტების სია. მხოლოდ ერთგულ ადამიანებს შეხვდით და აუცილებელ საკითხებზე ისაუბრეთ. ზოგიერთი ოჯახის წევრის ან მეგობრის ნაკლოვანებაზე დახუჭავს თვალს.

ქალწული
მეტად ლმობიერი უნდა იყოთ როგორც საყვარელი ადამიანის, აგრეთვე, გარშემო მყოფების მიმართ. ნუ ეცდებით, ყველას საკუთარი წესები მოახვიოთ თავს. შეინარჩუნეთ სულიერი სიმშვიდე.

სასწორი
დღის პირველ ნახევარში მნიშვნელოვანი თემები დაისახეთ. მეტი დრო დაუთმეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას; უსაფრთხოების ნორმების დაცვას. დალიეთ მეტი წყალი. ზოგიერთი განტვირთვის დღეს მოიწყობს.

მორიელი
მოიცილეთ უსიამოვნო ფიქრები. ყველაფერი ისე ცუდად არაა,
როგორც გეჩვენებათ. ნუ იქნებით პასიური, მაგრამ დასვენებისთვისაც გამონახეთ დრო. სიამოვნებას მოგანიჭებთ ბავშვებთან ურთიერთობა, მსუბუქი საოჯახო საქმეების შესრულება.

მშვილდოსანი
განწყობის მიხედვით ხან გულგახსნილი იქნებით ურთიერთობებისთვის, ხან საკუთარ თავში ჩაიკეტებით. ზოგიერთი წარსულში დაწყებულ საქმეებს დაუბრუნდება, ზოგიერთი საოჯახო საიდუმლოს ამოხსნას შეეცდება.

თხის რქა
დილიდან შექმენით პოზიტიური განწყობა. ნუ გაამახვილებთ ყურადღებას სხვების ნაკლოვანებაზე. ზოგიერთი სარფიან წინადადებას მიიღებს. ნუ აუკრძალავთ საკუთარ თავს ოცნებას.

მერწყული
მოთოკეთ ემოციები. განსაკუთრებით, როცა პროფესიულ ვალდებულებებს აგვარებთ. მეტი დრო დაუთმეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. გაიუმჯობესეთ ჯანმრთელობა, განწყობა.

თევზები
საკუთარ თავსა და შესაძლებლობაში დარწმუნებული ხართ. არ გაგიჭირდებათ საქმეების შესრულება, პრობლემებთან გამკლავება. ერთადერთი მიზეზი, რამაც შეიძლება ხელი შეგიშალოთ, თქვენი სიზარმაცეა. ეცადეთ, გაააუმჯობესოთ ურთიერთობა გავლენიან ადამიანებთან, უცხოელ პარტნიორებთან.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები