შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ძმის მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის
დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად,
დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ
მკვლელობის ბრალდებით, 1975 წელს დაბადებული დ.ჩ. თბილისში დააკავა.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ძმას - 1971 წელს დაბადებულ
მ.ჩ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მათსავე საცხოვრებელ ბინაში,
ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის
შედეგადაც მ.ჩ. ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ
განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო
შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის
მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით
მიმდინარეობს.
წყარო: police.ge