ქუთაისში სკოლის მოსწავლეებს მატარებელი დაეჯახა
ქუთაისში სკოლის მოსწავლეებს მატარებელი დაეჯახა.
შემთხვევა გუშინ მოხდა. და-ძმა სკოლიდან მოკლე გზით ბრუნდებოდა, მათ ლიანდაგი უნდა გაევლოთ, როდესაც წყალტუბო-ქუთაისის მატარებელი დაეჯახათ. ბავშვები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება 275 მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს. რაც სარკინიგზო ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

წყარო: kutaisipost.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები