26 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
სიახლეების, იდეების გაცვლის დღე გაქვთ, როგორც კოლეგებთან, ასევე მეგობრებთან. შეიძლება გარშემო მყოფებისთვის მისაბაძი, სამაგალითო გახდეთ. ზოგიერთს რომანტიკული ნაცნობობა ელის.


კურო
გარშემო მყოფებთან ურთიერთობა გაგიუმჯობესდებათ, თუ მათ თავს მოაწონებთ. მეტად გამოავლინეთ თქვენი ინდივიდუალური გემოვნება და მეგობრულობა. კარგი დღე ელით მათ, ვინც ლიდერობისთვის იბრძვის.

ტყუპი
ოფიციალური და არაოფიციალური შეხვედრების დღეა. ფართო ინტერესთა სფერო და მეგობრები მოწყენის საშუალებას არ მოგცემთ. კარგი დღეა სასიყვარულო და მეგობრული კავშირების გასაუმჯობესებლად.

კირჩხიბი
განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს ფინანსური და უძრავი ქონების საკითხები. შეიძლება რაციონის, გარეგნობის, კოსმეტიკის შეცვლა მოგინდეთ. ამ შეგეცვალოთ წარმოდგენა ზოგიერთ მოვლენაზე.

ლომი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა მეგობრებთან, თანამოაზრეებთან. თუ გარემოს ახალ იდეას, საქონელს ან პროდუქტს სთავაზობთ, მხოლოდ საკუთარ თავზე ნუ იქნებით ორიენტირებული, აზრი სხვებსაც ჰკითხეთ.

ქალწული
ყოველდღიური საქმეებიც კი საჭიროებს განახლებას. მეტად შემოქმედებითად მიუდექით ყველაფერს, მეტად წარმოადგინეთ ახლი იდეები. კარგი დღე ელით ელექტრონიკის, კოსმეტიკური
მომსახურების სფეროში მომუშავეებს.

სასწორი
მსუბუქი განწყობა და წარმატება საქმეებში გელით. ნუ აჩქარდებით გადაწყვეტილებების მიღებისას. დააკვირდით, არ შეიძინოთ დაზიანებული ნივთები.

მორიელი
ნივთების განახლება, ბინაში ინტერიერის შეცვლა მოგინდებათ. ვინც მარტო ცხოვრობს, ოთახს კაბინეტად ან სახელოსნოდ გადააკეთებს. ეცადეთ, გარემო თქვენთვის მოხერხებულად მოიწყოთ.

მშვილდოსანი
ოფიციალური შეხვედრებისა და ნაცნობობის დღეა. იყავით გარშემო მყოფებისთვის მიმზიდველი. თქვენი მთავარი სადარდებლად გარეგანი მოვლენები კი არა, შინაგანი ემოციები უნდა გახდეს.

თხის რქა
შთაბეჭდილებებს ან ემოციებს აყოლილი მოულოდნელად შეიძენთ ინტერიერის ახალ ნივთებს ან სამოსს. ზოგიერთი რაციონს ეგზოტიკური კერძებით გაამდიდრებს.

მერწყული
წესები, რომლებსაც დღეს დაგიწესებენ, შეიძლება რთულად და პირადი უფლებების შეზღუდვად მოგეჩვენოთ. გაგიმძაფრდებათ ინტერესი მოდისა და ავანგარდული ხელოვნებისადმი.

თევზები
რომანებისა და ხელოვნებისადმი ინტერესის გამო საკუთარ თავს ნუ დასჯით. მათთვის საღამო გამოითავისუფლეთ. დაფიქრდით, ბოლო დროს ზედმეტად კონსერვატიული ხომ არ გახდით?
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები