გლდანში ქალი ჯერ გაკოჭეს, შემდეგ კი გაძარცვეს
არსებული ინფორმაციით, გლდანში, უცნობმა პირებმა ქალი ჯერ გაკოჭეს, შემდეგ კი გაძარცვეს. შემთხვევა მე-6 მიკრო რაიონში მოხდა. გავრცელებული ცნობით, ქალს თავს სამი პირი დაესხა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს. ტარდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print