ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
ცნობით, სარფის საბაჟოზე დააკავეს პირი, რომელიც ავტომანქანაში
მოწყობილი სპეციალური სამალავით ცდილობდა საქართველოდან საბაჟო
კონტროლისგან მალულად, თურქეთის რესპუბლიკაში გადაეტანა დეკლარირებას
დაქვემდებარებული 1 139 ცალი მაჯის საათი, რომლის საბაჟო ღირებულება
17 199 ლარს შეადგენს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 – ე მუხლის პირველი
ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას
3-დან 5 წლამდე ვადით.