განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ექვსი ფაქტი გამოავლინეს
11:27 / 08.04.2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის
წარმომადგენლებთან კოორდინაციით,გატარებული ღონისძიებების შედეგად, მარკირებას
დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის,
აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ექვსი ფაქტი
გამოავლინეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისში და ქვემო ქართლის
რეგიონში, დანაშაულში მხილებული პირებისაგან ამოღებულია ე.წ. ელექტრო
სიგარეტის IQOS-ისთვის განკუთვნილი „HEETS“-ის ფირმის 6 732 კოლოფი
უაქციზო თამბაქოს ნაწარმი.
ამოღებული უაქციზო პროდუქციის საერთო საბაზრო ღირებულება 37 000 ლარს
აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
მე-200 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის
სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.