რუსთავში 30 წლის კაცი 15 წლის გოგოსთან სექსუალური კავშირის დამყარების ბრალდებით დააკავეს
პოლიციამ 30 წლის კაცი 15 წლის გოგოსთან სექსუალური კავშირის დამყარების ბრალდებით დააკავა. შემთხვევა რუსთავში მოხდა.

როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ–ის 140–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16 წელს მიუღწეველ პირთან სექსუალური კავშირის დამყარებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 7–დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს–ს ცნობით, დაკავებული წარსულში ნასამართლევია.

წყარო: ნეთგაზეთი
Print