Daily Sabah - თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით 10 უცხოელი დააკავეს, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა (ვიდეო)
თურქეთში, იზმირის პროვინციაში, ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით 10 უცხოელი დააკავეს, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა Daily Sabah ავრცელებს.

მათივე ცნობით, ათი დაკავებულიდან ცხრა სირიელი იყო, ხოლო ერთი კი საქართველოს მოქალაქე. არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს კონტაქტები ჰქონდათ „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებთან სირიაში.

წყარო: ინტერპრესნიუსი

Print