მოსახლეობის 27 პროცენტს მიაჩნია, რომ არაფერი გვეშველება — TI
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს (TI) კვლევის კითხვაზე "გვეშველება თუ არა რამე" მოსახლეობის 58 პროცენტი ამბობს "დიახ", ხოლო 27 პროცენტი უარყოფით პასუხს იძლევა. 15-მა პროცენტმა არ იცის ან უარს ამბობს პასუხზე.

XX

კორუფციაზე საზოგადოებრივი აზრის კვლევა საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 2 087 ადამიანი გამოიკითხა, ხოლო ცდომილების ზღვარი 2,3 პროცენტის ფარგლებშია.

წყარო: On
Print