8 თვეში სკოლებში 2 ათასზე მეტი კონფლიქტური სიტუაცია დაფიქსირდა, საიდანაც 374 შემთხვევაში პოლიცია გამოიძახეს
2018 წლის 17 სექტემბრიდან 2019 წლის აპრილამდე საჯარო სკოლებში პოლიცია 374 შემთხვევაში გამოიძახეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს, სკოლებში, სადაც საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურია წარმოდგენილი, მოზარდებს შორის 2 396 კონფლიქტური სიტუაცია (სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა) მოხდა.

მათივე ინფორმაციით, 2018 წლის 17 სექტემბრიდან 2019 წლის აპრილამდე საჯარო სკოლებში ჯამში 66 ათასამდე დარღვევა გამოვლინდა, აქედან დისციპლინური დარღვევა 64 780 შემთხვევაში.

„252 შემთხვევაში გაკვეთილზე მოსწავლის მიერ მობილურით სარგებლობა გამოვლინდა, 7184 -გაკვეთილიდან გაპარვა, 4504 -გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა მოსწავლის მიერ, 42 803 -მოსწავლის დილით დაგვიანება, 10 037 -მოსწავლის საგაკვეთილო პროცესზე დაგვიანება“, - აღნიშნულია „ინტერპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილ ინფორმაციაში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები