ორი არასრულწლოვანი გერის გაუპატიურებისთვის ბრალდებულს 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ორი არასრუწლოვანი გერის გაუპატიურებისთვის ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა.

უწყების ცნობით, წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ, ბრალდებული წლების განმავლობაში ძალადობის გამოყენებით სექსუალურ კავშირს ამყარებდა ორ არასრულწლოვან გერთან.

გამოძიება მიმდინარეობა სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით, რომელიც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ გაუპატიურებას, ჩადენილს ძალადობით და ძალადობის მუქარით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.

წყარო: On
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები