ჩაქვში ავტომანქანა 12 წლის ბიჭს დაეჯახა, ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა
ჩაქვში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 წლის ბიჭი გარდაიცვალა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი 12 წლის ბიჭს დაეჯახა. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავებმა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დააკავეს. ფაქტზე გამოძიება, "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მუხლი თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე ვადით ითვალისწინე.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print