თბილისში ავარიას 16 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა
თბილისში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ახალგაზრდა დაიღუპა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა წუხელ მოხდა. უწყების ინფორმაციით, ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ავტომანქანაში ოთხი პირი იმყოფებოდა. გარდაცვლილია 16 წლის ახალგაზრდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები