თბილისში ავარიას 16 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა
11:44 / 16.04.2019
თბილისში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი
ახალგაზრდა დაიღუპა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა
სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა წუხელ მოხდა.
უწყების ინფორმაციით, ავტომობილი ხეს შეეჯახა,
რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით
დაიწყო.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ავტომანქანაში ოთხი პირი იმყოფებოდა.
გარდაცვლილია 16 წლის ახალგაზრდა.