კომერციული მოსყიდვის ბრალდებით საქართველოს რკინიგზის 2 თანამშრომელი დააკავეს
12:35 / 19.04.2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-
სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, ს/ს „საქართველოს რკინიგზის“ ორი
თანამშრომელი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებსაც ევალებოდათ
ქვეკონტრაქტორი კომპანიის მიერ განხორციელებულ სამუშაოებზე
ზედამხედველობა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით,
კომპანიის დირექტორს, შესრულებული სამუშაოების საფასურად მიღებული
თანხიდან, ე.წ. „ატკატი“-ს სახით მოსთხოვეს და გამოართვეს 2 440
ლარი.
გამოძიება მიმდინარებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე
მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს
თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.