404 შეცდომა
“ლიბერთი ბანკი” დააყაჩაღეს, დაშავებულია ერთი პირი
ვარკეთილში “ლიბერთი ბანკის” ოფისი დააყაჩაღეს. ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.

რ2-ის ცნობით, ყაჩაღობისას ისმოდა სროლის ხმა და დაჭრილია ერთი ადამიანია. შსს-ში ამბობენ, რომ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი არავინაა, თუმცა ერთ-ერთ მოქალაქეს სხეულის დაზიანება აქვს მიღებული.

შსს-ს პრესსამსახურში დამატებით ინფორმაციას არ ფლობენ. დეტალები უცნობია ბანკის პრესსამსახურისთვისაც. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებული არც პოლიციელია და არც ბანკის თანამშრომელი.

წყარო: ნეტგაზეთი
Print