სიახლე
შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის 2 პირი დააკავა
შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული ს.ბ. და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1991 წელს დაბადებული ნ.ი. დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ "სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „ჰეროინის“ შემცველი, 31 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება - ე.წ. „სირეცი“, ამოიღეს".

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, მიმდინარეობს.

დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო: rustavi2.ge
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია