ქობულეთში მაღაზია გაქურდეს - წაღებულია შესაწირი ყუთი
10:44 / 21.04.2019
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავში
მაღაზია გაქურდეს.
სოფელი ტაძრის მშენებლობისთვის თანხას
აგროვებდა, შესაწირი ყუთი კი მაღაზიაში იყო განთავსებული.
წაღებულია შესაწირი ყუთი, რომელშიც, დაახლოებით, 700 ლარამდე თანხა
იყო. ქურდებმა ასევე წაიღეს ნავაჭრი თანხა, 170 ლარამდე და საკვები
პროდუქტები.
სოფლის ცენტრში მდებარე მაღაზიის ბოქლომი დამნაშავეებმა, სავარაუდოდ,
გვიან ღამით გატეხეს და შიგნით ასე შეაღწიეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო,
რაც ქურდობას გულისხმობს.
წყარო:
rustavi2.ge