სიახლე
გორში არასრულწლოვანი გოგოს დაყაჩაღებას შეეცადნენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო ეძებს ახალგაზრდა კაცს, რომელმაც 16 წლის გოგოსთვის ფულის გამოძალვას შეეცადა.

შემთხვევა ქალაქ გორში გუშინ, 24 აპრილს, შუადღისას, მოხდა.

“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, გოგოს სადარბაზოში შეჰყვა ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ხელში მცირე ზომის მაკრატელი ეჭირა და მოსთხოვა, მიეცა ფული, რომელიც თან ჰქონდა. გოგომ დაიყვირა, რის შემდეგაც ბიჭი ადგილიდან გაიქცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

 

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია