სოფელ შინდისთან ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
გორი-ნიქოზის საავტომობილო გზაზე, სოფელ
შინდისთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი
დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს,
რომ მსუბუქი მანქანა გაზის მილს შეეჯახა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა გორში გადაიყვანეს.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე
ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების
წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთლობის ნაკლებად მძიმე
დაზიანება გამოიწვია.