ვიდეო - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვემო ქართლში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
21:25 / 29.04.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის
პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი
იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული ვ.ა.
დააკავეს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ავტომატური
ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 9 ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს
236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.