ქუთაისის აეროპორტში ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტი გამოავლინეს
29 აპრილს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქე ი.მ-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი (Lyrica - 56 აბი) გამოავლინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, სსკ-ს 261-ე მუხლის 1 -ლი ნაწილით.

წყარო: rs.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები