ქუთაისის აეროპორტში ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტი გამოავლინეს
12:32 / 01.05.2019
29
აპრილს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, ფინანსთა
სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა,
ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქე ი.მ-ს
კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, ფსიქოტროპული ნივთიერების
შემცველი მედიკამენტი (Lyrica - 56 აბი) გამოავლინეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება ფსიქოტროპული ნივთიერების
უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, სსკ-ს 261-ე მუხლის 1
-ლი ნაწილით.
წყარო: rs.ge